პროექტები

პრიორიტეტები

  საზოგადოების მიერ ჩატარებულია მდინარე არაგვის ხეობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" დაკვეთით. დაბა გუდაურის მშენებლობებისათვის საჭირო მასალების 80 %-ს კომპანიის საწარმოები აწვდიან. საზოგადოება მუდმივად მოიძიებს ინფორმაციას განსახორციელებელი პროექტების შესახებ, თანამშრომლობს ცნობილ მასალების მწარმოებელ სამშენებლო-სამონტაჟო კომპანიებთან. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმო "ნიუ ენერჯი -თბილისი - საქჰიდროსთან" 2008 წლის 19 სექტემბერს ხელი მოეწერა 8.7 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის მეორე და მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები გაზსადენის დაზიანებულ უბნებზე. 

ობიექტები

 შესრულებული სამუშაოების მაღალმა ხარისხმა და ოპერატიულობამ, საზოგადოებას შეუქმნა საიმედო ბიზნეს პარტნიორის იმიჯი, რამაც განაპირობა მისი ჩართვა რესპუბლიკისათვის სასიცოცხლო სტრატეგიული პროექტების განხორციელაბაში. ამჟამად ს.ს."თბილისი" მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ფონდ "ათასწლეულის  გამოწვევა საქართველოს" მიერ შემუშავებულ ენერგო-ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტში და აწარმოებს მაგისტრალური მილსადენის აღდგენით სამუშაოებს.წარმატებით დასრულდა სარებილიტაციო სამუშაოები მდინარე გლდანულას გადაკვეთაზე, მდინარე ცხვედეთის გადაკვეთაზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე არაგვზე  

სამუშაოთა ჩამონათვალი