ჩვენს შესახებ

მმართველობა

სააქციო საზოგადოება "თბილისი'' დააფუძნა .თბილისის მერიამ და წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა მერიის სამშენებლო სამმართველოსა და ეკონომიკური განვი-თარების სამინისტროს დაქვემდებარებაში. მოგვიანებით მოხდა საზოგადოების კუთვნილი აქციების სრული პაკეტის გამოსყიდვა და დღეისათვის იგი კერძო საკუთრებაშია. საზოგადოების მმართველობის ძირითადი ორგანო არის აქციონერთა საერთო კრება, ხოლო კრებების შორის პერიოდში კომპანიას მართავს 3 წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო.ყოველდღიურ სამეურნეო საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს მენეჯმენტის, საფინანსო საშუალებების, ტექნიკის განკარგვისა და ოპტიმალური გამოყენების მიზნით.

მატერიალურ ტექნიკური ბაზა

სააქციო საზოგადოება განთავსებულია .თბილისში, გლდანის რაიონის, ქერჩის შესახ. 3-ში. განლაგებულია 13346კვ. მიწის ნაკვეთზე და ფლობს 1882კვ. შენობა-ნაგებობებს. კომპანიას ყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მშენებლობისა და საინჟინრო-სამონტაჟო საქმიანობის დარგში. ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს აქვს მრავალვალწლიანი პროფილით მუშაობის გამოცდილება. საზოგადოება ფლობს 25 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის 30 ტონამდე ტვირთამწეობის, სატვირთო ავტომობილებს, ექსკავატორებს,სპეცტექნიკას, დამოუკიდებელ ენერგიის მოწყობილობებს, ინერტულ მასალების სამსხვრევ - დამახარისხებელ საშუალებებს, რკინაბეტონის კონსტრუქციების და ბეტონის ქარხნებს.

ტექნიკის ჩამონათვალი