3okD.com
სააქციო საზოგადოება "თბილისის" 3D სტუდია
ტექნოლოგია
ბოლო დროს მსოფლიოში გაიზარდა მოთხოვნილება მოცულობით ფოტო და ვიდეო პროდუქციაზე, რომელსაც უბრალოდ 3D ვუწოდებთ. უმსხვილესი სარეკლამო კომპანიები თანმიმდევრულად გადადიან სამგანზომილებიან დიზაინზე, რომელიც თითქმის 40%-ით ზრდის რეკლამის ეფექტს. ყველა წარმატებული ფირმა ცდილობს თავისი სარეკლამო კომპანია გადაიყვანოს ამ უახლეს ტექნოლოგიაზე და ამით გაუსწროს კონკურენტებს, რისთვისაც არ ზოგავენ ფინანსურ საშუალებებს. დღეისათვის ეს ტექნოლოგია, შესაბამისი დანადგარები და სახარჯი მასალები საკმაოდ ძვირია, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის სარეკლამო კომპანიის 3D უზრუნველყოფა რამოდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა. ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ შეძლებულ კომპანიებსა და პიროვნებებს აქვთ საშუალება ისარგებლონ მოცულობითი ტექნოლოგიების სრული შესაძლებლობებით.
ჩვენმა კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა საქართველოში სამგანზომილებიანი პროდუქციის ბეჭდვა და ყოველდღიურად ავითარებს მას. სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის გარდა, სამგანზომილებიან გრაფიკაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ადამიანურ ფაქტორს, რადგანაც ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია და მოითხოვს ხელით, თითქმის მიკროსკოპულ შრომას. ჩვენი სტუდიის პერსონალი ფლობს ამ ურთულესი და ფილიგრანული ტექნოლოგიის ყველა წვრილმანს, რაზედაც ჩვენი ნამუშევრები მეტყველებენ.
არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისათვის. მისი შეძენა შესაძლებელია სავაჭრო ქსელში და ფოტოსალონებში. მოთხოვნილების მიხედვით შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთები.
ტექნოლოგია
სერვისი
3D ფოტოგადაღება
სურათის გადაღება ხდება სპეციალური აპარატურის გამოყენებით, შემდგომი პროგ რამული დამუშავებით და ბეჭდვით. მიიღება იდეალური ხარისხის სამგანზომილებიანი ფოტო.
ფოტოს 3D - ში გადაყვანა
ჩვეულებრივი ფოტოსურათის გადაყვანა სამგანზომილებიანში ხდება სპეციალური პროგრამების და აპარატურის მეშვეობით. მიიღება საუკეთესო ხარისხის სამგანზომი ლებიანი ფოტო
სადღესასწაულო 3D ფოტო
სპეციალური შაბლონების გამოყენებით ხდება სადღესასწაულო სურათების, მისალოცების, მოსაწვევების ორიგინალური სამგანზომილები ანი გაფორმება და ბეჭდვა.
მემორიალური 3D ფოტო
სასურველი სურათიდან სპეციალური ეფექტების გამოყენებით ხდება კადრების ამოღება, კორექტირება, ფონის და დეტალების დამუშავება და მრავალშრიანი სურათის მონტაჟი. სპეციალური პროგრამების მეშვეობით ხდება სურათის 3D კოდირება და შესაბამის დანადგარზე ბეჭდვა. მიიღება იდეალური ხარისხის სივრცითი გამოსახულება.
3D მონტაჟი
სპეციალური შაბლონების გამოყენებით ხდება საბავშვო, სასკოლო სურათების და ალბომების, საჩუქრების ლამაზი სამგანზომილებიანი გაფორმება. ფოტოქაღალდზე ცალკეული დეტა ლები იწყებენ მოძრაობას სივრცეში.
3D რეკლამა, ოფისი
ინდივიდუალური და სერიული მოთხოვ- ნილების მიხედვით, სპეციალურ მასალაზე, სპეციალური ბეჭდვით და სამგანზომილებიანი კოდირებით მიიღება 3D სარეკლამო და საოფისე ატრიბუტები.